ხვალ აჭარაში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

29 მარტი 2020, 20:19 1943 ნახვა

ხვალ აჭარაში ამინდს განსაზღვრავს, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გადმონაცვლება, რომლის გავლენითაც მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნდება კვლავ დაბალ ნიშნულზე: სანაპირო კურორტებზე + 11, +13, მთაში 5,+7 გრადუსი.

სამშაბათს დღის საათებში- აჭარის როგორც სანაპირო, ასევე მთიან ზოლში გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში