''პანდემიის მიუხედავად ქედის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები არ შეფერხდება'' - როლანდ ბერიძე

29 მარტი 2020, 15:28 786 ნახვა

პანდემიის მიუხედავად ქედის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები არ შეფერხდება და ობიექტებზე დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები - აცხადებენ  ადგილობრივ თვითმმართველობაში.  როგორც  ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს,  ტენდერების   95%  წლის დასაწყისში გამოცხადდა,ხელშეკრულებები კომპანიების უმრავლესობასთან   დროულად გაფორმდა და  მშენებლობები ეტაპობრივად დაიწყება. 

ამჟამად  მდინარე აკავრეთას  ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი წყალმოვარდნისგან უნდა დაიცვას, სამომავლოდ კი დაგეგმილია ქედის მუზეუმის ადგილმონაცვლეობა და შენობის რეაბილიტაცია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში