კორონავირუსით  ინფიცირებულთა  და დაღუპულთა რაოდენობა  საათობრივად იცვლება  

29 მარტი 2020, 14:58 2307 ნახვა

ესპანეთი კარანტინის ზომების გამკაცრებას აპირებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემია პიკს უახლოვდება. ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხი 73 ათასს აჭარბებს, ხოლო ფატალური შემთხვევები 6 ათასს აღწევს.  სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება. ქვეყანაში ვირუსით უკვე 372 ადამიანია  დაავადებული. გარდაცვლილია 1 პაციენტი, გამოჯანმრთელებული კი 28 ადამიანია.

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 123 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თეირანში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში უკვე 2 640 ადამიანი ემსხვერპლა. ირანში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 12 391 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ისლამურ რესპუბლიკაში „კოვიდ-19“ საერთო ჯამში 38 309 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო 24 საათში კი 2 901 ადამიანს. რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი. რუსეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 1 534 შემთხვევა გამოვლინდა, 64 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში დღეის მდგომარებით 677  660 მოქალაქეა ინფიცირებული. გარდაიცვალა 31 737. გამოჯანმრთელდა 146 303 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში