მერის გადაყენების მოთხოვნა

23 სექტემბერი 2016, 00:00 4099 ნახვა

ვინ მოაწერს ხელს გიორგი ერმაკოვის გადაყენების ინიციატივას?-ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს თავმჯდომარეს მერის იმპიჩმენტის ინიცირებით ოფიციალურად მიმართა. განცხადება ხელმოწერების  შეგროვების  დაწყების  შესახებ  ჯუმბერ კახიძემ და გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე გააკეთეს.  იმისთვის, რომ  მერის იმპიჩმენტის  საკითხის განსახილველად საკრებულოს რიგგარეშე სხომა ჩაინიშნოს ინიციატორებს 9 ხელმოწერა სჭირდებათ. კირთაძე ამბობს, რომ საკრებულოს ე.წ 14 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საჭირო ხმების მოგროვება  არ  გაუჭირდებათ. ბრიფინგზე დღეს ის არგუმენტებიც  დასახელდა, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა გიორგი ერმაკოვის იმპიჩმენტს ითხოვს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში