ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად - პრემიერი

28 მარტი 2020, 18:42 13414 ნახვა

თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა  რომ , წინასწარ მათთვის უცნობი იყო, რომ ჩინური კომპანიის ტესტები ხარვეზიანი და უვარგისი იყო. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კომპანიამ ნოტა გამოაქვეყნა და ტესტები ქვეყნებიდან გაიწვია, მათ კონტრაქტი მომენტალურად გააუქმეს.

მისივე თქმით, ახალი ტესტების შემოტანა კვირას იგეგმება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება. ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, მისი ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში