ევროპიდან დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატება

28 მარტი 2020, 18:35 1602 ნახვა

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბერლინი-თბილისის რეისი 3 აპრილს შესრულდება. სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისების, ნაწილი უკვე შესრულდა.  დღეს  შესრულდება ფრენა   ვარშავა-თბილისის,  31 მარტს კი - ამსტერდამი-თბილისის მიმსრთულებით. 3 აპრილს   თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით ფრენას შეასრულებს კომპანია “ლოთ ფოლიშ ეარლაინსი.

ამავე დღეს შესრულდება ფრენა ბერლინი-თბილისის მიმართულებით,აღნიშნულ რეისებზე ბერლინის შემთხვევაში ბილეთები გაიყიდება, კომპანია ჯეორჯიან ეარვეისის,  ვარშავის შემთხვევაში კი კომპანია “ლოთ პოლიშ ეარლაისის ”-ის ვებ-გვერდებზე“. 4 აპრილს ქართული კომპანია ლონდონი-თბილისის მიმართულებით გეგმიური რეისს განახორციელებს. 7 აპრილს კი ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. 10 აპრილს  შესრულდება რეისი ლარნაკა-თბილისი. ჯეორჯიან ეარვეისის ინფორმაციით აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაიყიდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე.

ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე, ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ლოთ პოლიშ ეარლაინსის ვებ გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.  საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში