უფასო სასადილოები ერთი თვით მუშაობას წყვეტენ - ბათუმის მერია

28 მარტი 2020, 12:46 1930 ნახვა

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქალაქ ბათუმის მერიამ შეზღუდა იმ ტიპის სერვისების მიწოდება, რომელიც ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოებში დროებით შეიცვლება მომსახურების წესები.

კერძოდ, პირველი აპრილიდან 1 თვით მუნიციპალური სასადილოები წყვეტენ მუშაობას. ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და აღარ მოხდება გამზადებული საკვების გატანა.

30-31 მარტს დაიწყება სასურსათო პაკეტების გაცემა, რომელიც არამალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის სახლში პროდუქტების მიტანას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში