საელჩოებში სამგზავრო ბილეთების მსურველთა სიის აღრიცხვა არ ხდება-საგარეო

28 მარტი 2020, 12:14 1448 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საელჩოებში მიმდინარეობს გასამგზავრებელი ბილეთების მსურველთა სიის აღრიცხვა, უარყოფს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების აღრიცხვა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ დავადგინოთ კონკრეტულ ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა და ასევე საქართველოში გამომგზავრების მსურველი თანამემამულეების რაოდენობა, იმისათვის რომ განვსაზღვროთ შემდგომი რეისების საჭიროება," -ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში