საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა

26 მარტი 2020, 19:45 1622 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 79 პაციენტს შეადგენს.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანი რჩება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პირი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში