კრიზისულ ფაზაში მოწოდება #დარჩისახლში უკვე სავალდებულო იქნება - პაატა იმნაძე

26 მარტი 2020, 16:40 1618 ნახვა

სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში კოვიდ 19-ი კრიზისულ ფაზაში მალე შევა.  რა ზომების გატარება მოხდება ქვეყანაში მაშინ, როცა ქვეყანა ამ ეტაპზე გადავა? - ჟურნალისტებს მიერ დასმულ შეკითხვაზე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ კრიზისულ ფაზაში მოწოდება #დარჩისახლში უკვე სავალდებულო იქნება.  

პაატა იმნაძის თქმით, კულმინაცია და კრიზისული ფაზა მაშინ დაიწყება, როცა შიდა გავრცელება გვექნება სახეზე. 

"დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხევვა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, შეიძლებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი შემთხვევები ყოფილიყო ქვეყანაში, რომ არა ის ღონისძიებები, რაც გატარდა" - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

რა მოხდება როცა კრიზისულ ფაზაზე გადავალთ? 

"კრიზისის დროს მოხდება ის, რომ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრება ზომები და მოწოდება "დარჩი სახში" უფრო მკაცრი იქნება, ან ისეთვე საკარანტინე პირობებზე გადავა ქვეყანა, როგორც გვაქს საქართველოში ორ რეგიონში - ბოლნისა და მარნეულში. 

საყოველთაო კარანტინის გამოცხადდება ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ასე არ არის, რომ აი 79 ინფიცირებულია, ან 81 და უნდა გამოცხადდეს კარანტინი, ამისთვის ბევრი ფაქტორების შეჯერება ხდება" - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პაატა იმნაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა.  ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

2 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ორსული ქალბატონია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი