გერმანიაში მცხოვრები ქართველები ძირითადად დისტანციურად მუშაობენ

26 მარტი 2020, 12:43 632 ნახვა

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ესენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე  ქალაქში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის  შესახებ გვიყვება. ქეთევან კონცელიძის ინფორმაციით, იქ მცხოვრები ქართველები ძირითადად დისტანციურად მუშაობენ, ვისაც საათობრივი შემოსავალი აქვს და ვერ მუშაობს, მათ  გერმანიის მთავრობა სპეციალური პროგრამით ეხმარება.

მისი თქმით,  ქალაქ ესენში გამკაცრებულია  გადაადგილების  წესები და დაწესებულია ჯარიმები. დაკეტილია საბავშო გასართობები და ყველა სხვა ობიექტები, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში