ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან

26 მარტი 2020, 13:32 1340 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ,რომ გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკისაა. დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი კიდდევ 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს რომელმაც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა ტემპერატურა 37,8 ჰქონდა, იგი შემოვიდა ოდნავ გამოხატული ყელის ტკივილით. დღეის მონაცემებით, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისაა, აღენიშნება ტემპერატურა 37,1 თვითშეგნება კარგი აქვს, ხველა არ მომატებია, ლაბორატორიული კველევით მისი მაჩვენებლები თითქმის ნორმის ფარგლებშია"-განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დავით მურვანიძემ.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი მკურნალობს, 4-ის პასუხებს დღეს ელოდებიან. 5-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის საშუალო სიმძიმისაა, მას ასაკიდან გამომდინარე უფრო გამოხატულია დაავადების სიმძიმე. 

თვითიზოლაციაში რჩება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება და საქართველოში დაბრუნების დროს იყო მისი თვითიზოლაციაში გასვლის იზოლაცია და ისიც დაემორჩილა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში