“ნაციონალურ მოძრაობას” ადრესატები პასუხობენ

23 სექტემბერი 2016, 00:00 3692 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას რეგიონის პირველი პირი პოპულისტურს უწოდებს და წინა საარჩევნო პიარის ნაწილად აფასებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, კანონის ფარგლებში მოქმედებენ და კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ შესაბამის უწყებას მიმართონ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კი მახინჯაურში პანსიონატი "მზიური"  და გოგირდის აბანოების ყოფილი ტერიტორიები ნაციონალური მოძრაობის Mმმართველობისას 1 ლარად გასხვისდა, რაზეც წლების განმავლობაში დაანონსებული ინვესტიციები  არ განხორციელებულა. რამაზ ბოლქვაძის განმარტებით,  საინვესტიციო პროექტი მახინჯაურში 1 ლარის ნაცვლად მოქმედი მთავრობის პირობებში 3 მილიონ 900 ათას ლარად გაიყიდა.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი