აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ით გაიზარდა

26 მარტი 2020, 11:04 1704 ნახვა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა და 68 572-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ავრცელებს. დაღუპულია 947 ადამიანი.  

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 469 000-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია ჩინეთში - 81 285 ადამიანი, შემდეგ იტალიაში - 74 386, აშშ-ში - 66 048, ესპანეთში - 49 515 და გერმანიაში - 37 323 ადამიანი  რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 7 503 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 3 647 - ესპანეთს, 3 288 - ჩინეთს, 2 077 - ირანს, ხოლო 1 331 საფრანგეთს.გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 114 000-ს აჭარბებს, ყველაზე მეტი - 74 051 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსს 683 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირდა 5 ათასზე მეტი.ესპანეთი კი, ამ ეტაპზე მსოფლიოში გარდაცვალებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანაა. ბოლო ერთ დღეში დაიღუპა 565 და დაინფიცირდა 7 ათასზე მეტი ადამიანი. შემთხვევები მატულობს საფრანგეთში, 59-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა თურქეთში.გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში. 2-მდე გაიზარდა მსხვერპლი აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა სომხეთშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში