''ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!" — საპატრიარქო

25 მარტი 2020, 15:00 173 ნახვა

''ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე! "— საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას და თან მედიასაც აკრიტიკებს, განცხადებაში წერია, რომ მედია სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს  ადანაშაულებს  შესაძლო ინფიცირების გავრცელებაში.  

საპატრიარქო წერს, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი - 1,5 მეტრით. განცხადებაში წერენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მრევლს აზიარებენ სახლშიც. ამ განცხადების პარალელურად, უმრავლესობის ყოფილი წევრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, რომელსაც სწრაფი ტესტები უნდა დაურიგდეს, სასულიერო პირები არიან. სინოდის წევრების ნაწილსაც განსხვავებული პოზიცია აქვს, ითხოვენ სინოდის შეკრებას, რათა გადაწყვტილებები გადაიხედოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში