დღეიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია იწყება

26 მარტი 2020, 10:31 8212 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 26 მარტს, 23:00 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

უწყების განმარტებით, ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება. მოსახლეობას ვთხოვთ, ხვალ, 23:00 საათიდან თავი შეიკავოს აღნიშნული ქუჩებით გადაადგილებისგან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში