ვითარება კარანტინის ზონაში

25 მარტი 2020, 15:12 277 ნახვა

მარნეულსა და ბოლნისში დღეს სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება, მუნიციპალიტეტებში,  ყველა შემსვლელი მკაცრ შემოწმებას გადის.  მარნეულიდან ცოტა ხნის წინ  სამედიცინო დაწესებულებაში  საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს. მისი ანალიზის პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი.   ტერიტორიაზე შედიან მხოლოდ ის ავტომობილები, რომლებსაც მუნიციპალიტეტებში ტვირთი შეაქვთ, ასევე შედიან  ექიმები.

ტერიტორიის კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ღამის ხედვის აღჭურვილობით მიმდინარეობდა, ასევე კონტროლდებოდა შემოვლითი, მეორეხარისხოვანი გზებიც. ნატა ჯახუტაშვილი და კოტე გრიგალაშვილი მუშაობენ მარნეულში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში