ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407 660 პაციენტი

25 მარტი 2020, 11:14 1747 ნახვა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407 ათას 660 პაციენტი.  გამოჯანმრთელდა 104 ათას 714 ადამიანი,    მსხვერპლი კი  18 ატას 250 პირია. ხოლო ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩინეთში,    შემდეგ იტალიაში, აშშ-ში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს იტალიას. სხვა ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი - 73,159 ადამიანი კი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.  

ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა. ვირუსი დაუდგინდათ მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ჩასულ პირებს.ის რაც ახლა ჩვენთან ხდება, მოხდება კალიფორნიასა და ილინოისშიც, ეს უბრალოდ დროის ამბავია,“- ამბობს გბრანტორი.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უახლოეს ხანში შესაძლოა, აშშ იქცეს კორონავირუსისგლობალური პანდემიის ეპიცენტრად.25 მარტის დილის მდგომარეობით აშშ-ში სულ დაავადდა 51 881 ადამიანი. მათგან 782 გარდაიცვალა.

განიკურნა 378.რაც შეეხება რუსეთს, გავრცელებული ინფორმაციით, აქ რეალურ მონაცემებს მალავენ. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 249-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, 868 ადამიანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 2 419 თვითიზოლაციაში. კორონავრუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება,- ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ განაცხადა. მისივე თქმით, ფედერალური მთავრობა კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო რაოდენობის დამცავ აღჭურვილობას არ აგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში