მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციები - ბათუმის მერიის განცხადება

24 მარტი 2020, 16:46 14652 ნახვა

მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციების შესახებ, ბათუმის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო. 

მგზავრის გადაყვანის დროს:

ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში

მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს

მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

შეგახსენებთ; კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში