ბათუმში მოსახლეობის ნაწილს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა, ნაწილს კი შეფერხებით მიეწოდება {განახლება}

24 მარტი 2020, 14:00 5936 ნახვა

ბათუმში მოსახლეობის ნაწილს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა, ნაწილს კი შეფერხებით მიეწოდება. ინტერნეტი არ მიეწოდება კომპანია "სილქნეტის" აბონენტებს, კორმპანიაში ამბობენ, რომ შეფერხებები აქვთ და მის აღმოფხვრაზე მუშაობენ. 

შეფერხებით მიეწოდება ინტერნეტი "მაგთის" აბონენტებსაც.

განახლება 20:20 -  სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ინტერნეტის მიწოდება აღდგა. მიწოდება დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში