მარნეულსა და ბოლნისში სურსათს სპეციალური აღჭურვილობით შეიტანენ, მანქანებს კი ხსნარით დაამუშავებენ

24 მარტი 2020, 13:48 1367 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით საკარანტინე ზონებში, მათ შორის მარნეულსა და ბოლნისში სურსათის და საჭირო მარაგების შეტანა მოხდება სპეციალური აღჭურვილობით, მანქანებს კი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.

"იმისთვის, რომ საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი, ერთის მხრივ სურსათთან, მეორეს მხრივ პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება როგორც მედიკამენტებს, ასევე საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა იმ მნიშვნელოვან, აუცილებელ პროდუქციას, რომელიც მოსახლეობის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია, მათ შორის შსს-სთან, იმ უწყებებთან, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მოძრაობა მძღოლების. ასევე მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, მანქანების სპეციალური დამუშავება ხდება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების რისკი ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი