თბილისში ოთხი ინფიცირებულიდან ერთი 17 წლისაა - მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24 მარტი 2020, 12:06 1170 ნახვა

ამერიკიდან თბილისში დაბრუნებული 4 პირს, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ, 23 მარტს დაუფიქსირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებიან. მათ შორის ერთი 17 წლის ახალგაზრდაა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. 

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, ოთხივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სიმპტომები კი თავდაპირველად სამ მათგანს დაუდგინდა. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში