კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა აჭარაში - ქვეყანაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

23 მარტი 2020, 19:45 7013 ნახვა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 3 აჭარაში დაფიქსირდა, ხოლო 4 თბილისში  - ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერზეა განთავსებული. 

თბილისში 4 ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოსული პირები არიან და შიდა გადაცემა არ ფიქსირდება. 

"ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებულია, ეს არაა შიდა გადაცემა, ესენი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ ახალი კლასტერია. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არაა. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამ ოთხი პაციენტიდან არცერთს კავშირი არ ჰქონია მარნეულის შემთხვევასთან", — თქვა მარინა ენდელაძემ

''დღეს აჭარაში საკარანტინო ზონაში გვყავს 1000 მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაში კი 100-მდე. პირველი ნიშნების დაფიქსირებისთავანე გადაგვყავს ინფექციურში. დღეს 6 იყო გადაყვანილი და სამს დაუდასტურდა. მათ შორის იყო ჩრთილოეთ ევროპის რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქე. მას თავის ქვეყანაში ჰქონდა ჩატარებული კვლევა კორონჯავირუსზე კვლევა, დღეს მიიღო შეტყობინება და გაგვაგებინა. გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში და დაიწყო მოკვლევა. ის დღეს სპეციალური რეისით,  გვიან რამით დაბრუნდება თავის ქვეყანაში. 

თვითიზოლაციის რეჟიმში მას ჰქონდა მინიმალური კონტაქტი, თუ არ ჩავთვლით იმ მომსახურე პერსონალს რომელსაც მიჰქონდა მასთან საკვები. რადგან საეჭვო იყო გადაწყვიტა იზოლაცია. ის ბათუმში მანამდე ჩამოვიდა ვიდრე ფრენები შეწყდებოდა. აბსოლუტურად კანონიერად იყო'' - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს. 

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ერთ-ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და წესებს იცავდა. რაც შეეხება მესამეს ის ქვეყანაში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და მისი კონტაქტები დგინდება. 

''მეორეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამერიკის და საქართველოს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე. სრული მონიტორინგი ხორციელდება. ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ ისიც გადაიყვანეს კლინიკაში. 

მესამე რამდენიმე საათის წინ შემოვიდა ქვეყანაში. მისი მოგზაურობის ისტორიას სწავლობენ. ყველა მათგანის არის საშუალო სიმძიმის მინიმალური კლინიკით. სულ სამედიცინო დაწესებულებაში 6 პაციენტია, როგორც უკვე გითხარით ერთი მათგანი დღეს საქართველოს სპეცრეისით დატოვებს'' - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმრო ჰილტონის სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმრო დილიდან დაკეტილია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში