ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა

23 მარტი 2020, 18:23 1811 ნახვა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და 5 მათგანი სახლში გაწერეს. 4 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 12 ანალიზის პასუხს ელოდებიან, აქედან 6 შემთხვევა ბათუმზე მოდის, სადაც ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე კვლავ 3 პაციენტი მკურნალობს. ოთხშაბათიდან  მოსახლეობას მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება.  ტესტირების პირველი ნაკადი კი უკვე ხვალ შემოვა

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში