თბილისში რამდენიმე მესაკუთრეს ობიექტი იძულებით დაახურინეს - საგამოძიებო უწყება 

23 მარტი 2020, 18:23 328 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შეტყობინებების საფუძველზე,  თბილისში, მესაკუთრეს კომერციული ობიექტები დაახურინეს, რომელში 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული.

საგანგებო მდგომარეობის გამო, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ობიექტების მუშაობა შეზღუდულია.

"ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა" - წერია უწყების ინფორმაციაში. 

უწყებაში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში