მარნეულიდან გადაყვანილი საქართველოს მოქალაქის მდგომაროება მძიმეა

23 მარტი 2020, 12:34 1979 ნახვა

თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც კოვიდ 19-ით ექვსი ინფიცირებულია გადაყვანილი, განმარტებები რეანიმაციული განყოფილების ექიმმა გააკეთა. ამბობს, რომ მარნეულიდან გადაყვანილი ქალის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა ექიმები ახერხებენ მისი საციცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას. 

"ჩვენს კლინიკაში 6 კოვიდ ინფიცირებულია შემოყვანილი, ერთი ინფიცირებული ქალის მდგომაროება, რომელიც მარნეულიდან არის გადმოყვანილი მძიმეა, მას აქვს მნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები" - განაცხადა რეანიმტოლოგმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ ჰოსპიტალს დაგვიანებით, 18 რიცხვში შევიდა, მას ეგრევე დაუდასტურდა მწვავე პნევმონია. ექიმი ამბობს, რომ  პაციენტს არ ჰქონია საეჭვო კონტაქტები შესაძლო ინფიცირებულებთან და არც მოგზაურობის ისტორია. ამიტომ მას მკურნალობდნენ ჩვეულებრივ. თუმცა, დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების გამო, ეჭვი იქნა მიტანილი კოვიდ 19-ზე და მას ტესტირება ჩაუტარდა. ამბობს, რომ არა ტესტირება, არამედ ჰოსპიტალზე მიმართვა იყო დაგვიანბეული. 

"შემოყვანის დროს უკვე იყო უკიდურესად მძიმე ვითარება, მაგრამ მისი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია ახლა, სასიცოხლო მაჩვენებლებს ვინარჩუნებთ. რაც შეეხება დანარჩენ 5 პაციენტს, მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველგან მწვავე პნევმონია აღინიშნება, თუმცა მდგომარეობა მართვადია" - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა.  

23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე მოქალაქეებს შესვლა და გამოსვლა ეკრძალებათ. შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც.  ეპიდემიოლოგებმა გადაწყვეტილება 62 წლის ინფიცირებული ქალის გამო მიიღეს, რომელსაც კოვიდ 19 დადგენამდე ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და მისი ინფიცირების წყარო დაუდგენელია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში