მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 339 259-ს შეადგენს

23 მარტი 2020, 09:25 1519 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 339 259-ს შეადგენს. გარდაცვლილია 14 ათას 706 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 96 ათას 958 პაციენტი.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად 651 ადამიანი დაიღუპა. შედეგად, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების პირველი დღიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა 5 ათას 476-მდე გაიზარდა.

იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა.

„სი-ენ-ენის“ ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ღაზას სექტორში. ვირუსი 30 წელს გადაცილებულ ორ მამაკაცს აქვს, რომლებიც ეგვიპტის გავლით პაკისტანიდან ჩავიდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი