ბანკომატები და გადახდის აპარატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაშიც იმუშავებენ

20 მარტი 2020, 18:22 969 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სერვისების მიწოდება შეუფერხებლად გრძელდება და არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საუბარია იგივე ბანკომატების შეუფერხებელ მუშაობაზე.უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას. ბანკებს,მისოებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი