წმინდა სინოდი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს

20 მარტი 2020, 10:52 2650 ნახვა

დღეს 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით უცნობია.

"​კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს გაიმართება"-ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში