მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 20 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

19 მარტი 2020, 13:44 1326 ნახვა

მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში  კორონავირუსის 20 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექცია განსაკუთრებით აქტიურია ევროპაში. დაავადებულთა რაოდენობით ლიდერთა შორის  ამერიკის შეერთებული შტატებიცაა. ვირუსმა  უკვე  ქვეყნის კონგრესშიც შეაღწია.  ინფიცირებულია სულ მცირე 2 პოლიტიკოსი.

აშშ-ში კორონავირუსის გამო აიკრძალა ნებისმიერი მასობრივი საპროტესტო აქცია. კორონავირუსით ინფიცირების შესახებ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრექსიტის საკითხებში მიშელ ბარნიემ.  ავსტრიაში სკანდალი აგორდა სამთო-სათხილამურო კურორტ იშგლის ირგვლივ.  

გერმანული მედიის ინფორმაციით, სწორედ ეს კურორტი გახდა კორონავირუსის გავრცელების წყარო. კურორტზე ათობით სტუმარი დაინფიცირდა. სკანდალია ინდონეზიაშიც. მთავრობის წევრებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შედეგების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადეს.

ფინეთმა შეზღუდა საზღვარზე გადაადგილება, პორტუგალიამ 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  ჩილეში კი კატასტროფის რეჟიმი გამოაცხადეს და 90 დღით ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა.  იაპონიას კი ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებს  დაგეგმილ ვადებში ჩაატარებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში