მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა ღვთისმსახურება და რიტუალები – მსოფლიო საპატრიარქო ინიციატივით გამოდის

19 მარტი 2020, 11:15 1848 ნახვა

მსოფლიო საპატრიარქო ყველას მოუწოდებს შეზღუდოს მოგზაურობა და სახლიდან გასვლა, დარჩნენ სახლში საკუთარი და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების გამო. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა დაემორჩილოს იმ ინსტრუქციებს, რომელსაც ჯანდაცვის ოფიციალური პირები აწესებენ საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

"ჩვენ ვაცხადებთ საეკლესიო გადაწყვეტილებას, რომ მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა ღვთისმსახურება და რიტუალები, გარდა პირადი ლოცვებისა, რომელიც აღსრულდება ეკლესიებში, რომელიც იქნება ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მომავალში პანდემიასთან არსებული მდგომარეობის განვითარების შესაბამისად. საპატრიარქო და სტავროპეგიის ყველა მონასტერი განაგრძობს რეგულარულ ღვთიურ მსახურებას სამონასტრო წევრებისთვის, მაგრამ არ დაიშვას მომლოცველთა და მნახველთა გარედან შემოსვლა"- წერია მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე წესით, მსოფლიოს საპატრიარქოს ოფისები დახურულ იქნება შემდგომ შეტყობინებამდე, ვიდრე მსოფლიო პატრიარქი და სამღვდელოება ილოცებს და ღვთისმსახურებას განახორციელებს მთელი მსოფლიოსთვის, რომ მოხდეს ამ განსაცდელის მალე დასრულება“,

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში