თბილისის ინფექციურში 11 ადამიანს აქვს პნევმონია, სამის მდგომარეობა მძიმეა - მარინა ეზუგბაია

19 მარტი 2020, 11:05 1214 ნახვა

საქართველოში codiv 19-ით ინფიცირებული ორი პაციენტიდან ერთი, თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. იგი კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს, მისი ინფიცირების წყაროც ცნობილია, მას იტალიიდან ჩამოსულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. 

ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 31 პაციენტიდან 11-ს აქვს პნევმონია, სამის მდგომარეობა კი მძიმეა. განსაკუთრებით 80 წელს მიღწეული ქალის, რომელსაც სხვა თანმდევი დაავადება აქვს. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ქვეყანაში ინფიცირებული 40 პაციენტია, მათგან ჩვენთან 31 პაციენტი იმყოფება. 31-დან 3 პაციენტი არის პრობლემური და მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს. მათთანაც არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული და მასთანაც შეიძლება დაავადების გართულება და პროგნოზულად მძიმე გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული გვაქვს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ დადგება სტაბილურობა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 31 პირი იმყოფება, აქედან 4 ბავშვი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. 

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პირია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი