საპატრიარქო ბათუმის ქუჩების წყლით კურთხევას გეგმავს - CODIV 19

19 მარტი 2020, 10:44 2825 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით,  კორონავირუსის პრევენციისთვის ქუჩების კურთხევა ხდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, ბათუმის ქუჩების წყლით კურთხევა იგეგმება, ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ფეისბუქის გვერდზე დაიწერა

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარტრიარქის ილიაII და ბათუმისა და ლაზეთს ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის კურთხევით, ქუჩების კურთხევას 12 საათიდან დაიწყებენ. 

"19 მარტს, 12 საათზე ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში შესრულდება ქალაქის კურთხევა.

საპატრიარქოს ინიციატივით, ავტომობილებით ქუჩების კურთხევა თბილისსა და სხვა რეგიონებშიც მოხდა. 

ფოტო: ინტერპრესნიუსი


"20 მარტს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება" - ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.  განხილვის მთავარი საგანი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლი იქნება. კონკრეტულად იმსჯელებენ თუ არ აიმ საკითხებზე, რომელიც ზიარების წესს ეხება, უცნობია. 

COVID 19-თან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ვირუსის გავრცელების პრევენციაზე, მათ შორის ზიარების წესის დროებით შეცვლაზე (ერთჯერადი კოვზებით, ან შეჩერებაზე). ამ წესის მიხდევით,  ასეულობით მორწმუნის ბარძიმიდან ზიარება ერთი კოვზით ხდება და ვირუსის გადადების საფრთხეები არსებობს. 

ეკლესიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინებოდა ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიიჩნიეს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. რაც შეეხება თავად პროცესში, ბარძიმის კოვზის შეცვლის საკითხს, ზიარების არსიდან და წესიდან გამომდინარე უარი თქვეს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში