ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

17 მარტი 2020, 18:07 3457 ნახვა

ხვალიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთელ საქართველოში, შიდა და საქალაქათშორისი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა აიკრძალება.განმარტავენ, რომ ტრანსპორტში ვერ ხერხდება იმის გაკონტროლება, ხორციელდება თუ არა სადეზინფექციო სამუშაოები. რის გამოც მგზავრები რისკის ქვეშ დგებიან.

აჭარაში  მძღოლების ნაწილი გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, თუმცა ამბობენ, რომ ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან, პრობლემების შექმნაზე საუბრობენ მაღალმთიანეთის მცხოვრებლებიც. ხელისუფლებაში ჯერ-ჯერობით ზუსტი გეგმა არ აქვთ, თუმცა  დღეს  7 საათზე საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში ბრიფინგი გაიმართება.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში