უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

17 მარტი 2020, 16:04 1522 ნახვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა.

მის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. ქადაგიძის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, კენჭისყრაში მონაწილეობა ბოიკოტის ნიშნად არ მიიღეს.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში