პოლიციამ იძულებით კარანტინში კიდევ 22 ადამიანი გადაიყვანა

17 მარტი 2020, 13:37 2882 ნახვა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულიე ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი 22 ფაქტი გამოვლინდა.

თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონიდან 22 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში