COVID 19-ის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ - გიორგი გახარია

17 მარტი 2020, 13:16 2408 ნახვა

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში, ამ დრომდე მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა დაავადების იმპორტირების, შეჩერების ფუნქციას, დღეს ჩვენ პრაქტიკულად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა და ეს ღიად უნდა ვთქვათ" - განაცხადა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.  

''შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივარ. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის სისტემა.

ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა, ჯანდაცვის სისტემა კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს.  ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტი, ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ სასწავლო დაწესებულებებში, რესტორნებში, პენიტენციურ სისტემაში. მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები იზრდება. უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის პასუხი იქნება მკაცრი.

ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს შეზღუდვები შეიძლება დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ნომერ პირველი ამოცანაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში