გელაშვილის საქმე - ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნები

22 სექტემბერი 2016, 00:00 3811 ნახვა

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ სამივე ბრალდებული - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ ცნო. ვანო მერაბიშვილი ორივე წაყენებულ ბრალდებაში გამტყუნდა და მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.  სამივე წაყენებულ ბრალდებაში გამტყუნდა ერეკლე კოდუა, რომელსაც 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ასევე 9 წელი შეეფარდა გია სირაძესლ. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია თავად დაზარალებული ვალერი გელაშვილი, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა.

ამავე კატეგორიაში