შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად სიარული - თეა წულუკიანი

16 მარტი 2020, 14:47 1398 ნახვა

თეა წულუკიანი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, იუსტიციის სახლებში ბავშვებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული შეწყვიტონ.

''მინდა მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ იუსტიციის სახლებში რიგებში ერთმანეთისგან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან.

''ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევის წინაშე, ვინაიდან ქვეყანაში უკვე არსებობს მესამეული გადადების პრეცედენტი, ჩვენ რა თქმა უნდა ეს პერიოდი გაგვიგრძელდება, რომელშიც ვიცხოვრებთ ჩვეულებრივზე განსხვავებული წესით ყველა ერთად. იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს იუსტიციის სახლებში მიბრძანდნენ დოკუმენტის მისაღებად მოვუწოდებ, რომ მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან რიგში. ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შენიშვნისთვის, რომელიც ცდილობს დისტანციის დაცვაში დაეხმაროს მათ.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი. ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია, რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. მე იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასახური“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში