ჩეხ ტურისტს კორონავირუსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი

16 მარტი 2020, 13:48 2094 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩეხ ტურისტს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა სამთო კურორტებზე შეზღუდვების დაწესების საფუძველი.

მისი თქმით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან სამს გამოხატული სიმპტომები აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან დიდი და კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და რომელიც დღემდე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.

ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რომელსაც როგორც თვითონ ყვება სატელეფონო საუბრისას, 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან ისევე, როგორც სასტუმროების იმ წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაუდასტურდა, რომ აქვს კორონავირუსი.

ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზეც, ისევე როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე დავაწესებთ შეზღუდვებს“ ,- განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში