დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა - Adjara TV

დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა

16 მარტი 2020, 10:26 709 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში  განვითარებული მეწყრული პროცესის შემდეგ,  გაწმენდითი  სამუშაოები  ჯერ არ  დასრულებულა.  თოვლის დნობის შედეგად საავტომობილო  გზაზე ჩამოწოლილმა  მიწის მასამ  ღორჯომის თემში შემავალი ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.

მეკეიძეები, მეხელაშვილები,  ვანაძეები და ვაშაყმაძეები  შემოვლითი გზით  სარგებლობენ.  საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ  გაწმენდითი სამუშაოები  თოვლის დნობით გამოწვეულმა საფრთხემ გააჭიანურა.  რამდენ დღეში აღდგება  მიმოსვლა ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში