ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ოპოზიციის ბრალდება და გამგებლის არგუმენტები

22 სექტემბერი 2016, 00:00 2919 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელვაჩაურის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს.  ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში  ირწმუნება, რომ  შვებულებაში მყოფი  ნადიმ ვარშანიძე სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდება და ამომრჩევლებს ხვდება, თუმცა ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტალური მასალა ვერ წამორადგინა. მიშა ბოლქვაძის ბრალდებას უსაფუძვლოს და  დემაგოგიურს უწოდებს გამგებელი. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ  არ სარგებლობს სამსახურეობრივი ავტომანქანით და შესაბამისად, არც კანონს არღვევს.  მესამე სექტორში განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეს საარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება აქვს, თუმცა, თუ დადასტურდება, რომ მოხელე ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს 2 ათასი ლარით  დაჯარიმდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში