საგარეო უწყება 16 მარტის 10:00 საათამდე საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს აქვეყნებს

15 მარტი 2020, 18:14 2024 ნახვა

საგარეო უწყება 16 მარტის 10:00 საათამდე საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით ხვალამდე სულ 11 ავიარეისია გაუქმებული. შეზღუდვების  დაწესება კორონავირუსთანაა კავშირში. გაუქმებულია შარჯა-თბილისიბაქო-თბილისინურსულთანი-თბილისი, კუვეიტი-თბილისი, თელავივი-თბილისი სტამბოლი-თბილისი.

უწყების ინფორმაციით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში