გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

15 მარტი 2020, 11:08 1296 ნახვა

კორონავირუსი დაუდასტურდა  გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში მცხოვრებ  საქართველოს ერთ მოქალაქეს. ინფორმაციას   შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საკონსულო მასთან მუდმივად კონტაქტზეა და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს დახმარებას.

"გერმანელი  მედიკოსების    ინფორმაციით, მოქალაქეს   ვირუსის მსუბუქი ფორმები აქვს, არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და    ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის   ქვეშა", — ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყება უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა საელჩოს დაკავშირებოდა ცხელ ხაზზე. მათი თქმით, ის რეკავდა სხვა ნომერზე.  კორონავირუსი დაუდასტურდათ ათენში და მადრიდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში