"რეკომენდაცია არ მიგვიღია" - ბათუმი-ხულოს მონაკვეთზე მომუშავე მიკროავტობუსებს დეზინფექცია არ უტარდება

13 მარტი 2020, 17:30 2331 ნახვა

ბათუმი-ხულოს მიმართულებით მომუშავე მიკროავტობუსებს დეზინფექცია არ უტარდება. ხულოში მგზავრთა გადაზიდვებს შპს ,,ხულოს ავტოტრანსპორტი“ ახორციელებს. 

რატომ არ დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე? ორგანიზაციაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ შესაბამისი რეკომენდაცია,  გაფრთხილება მერიიდან ან ჯანდაცვის სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღიათ. შესაბამისად არც პრევენციული ღონისძიებებიც გაუტარებიათ.

შპს-ს დირექტორი ირწმუნება, რომ დეზინფექციის წესებთან დაკავშირებული გამოცდილება არ აქვთ და სამუშაოებს დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ. ფრიდონ ბოლქვაძე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიკროავტობუსების დეზინფექციის აუცილებლობას ხედავს, თუმცა ამას როდის და რა ფორმით განახორციელებს არ იცის.

დღის განმავლობაში, ხულოდან ბათუმის მიმართულებით შპს ,,ხულოს ავტოტრანსპორტის“ 30-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში