ბათუმსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე მიკროავტობუსების დეზინფექცია კვირაში ორჯერ ხდება 

13 მარტი 2020, 11:38 1874 ნახვა

ბათუმის მერიამ დღეს ვიდეო გაავრცელა, სადაც კადრებში ჩანს, კორონავირუსის გამო, პრევენციის მიზნით,  სამარშრუტო ტაქსების სადეზინფექციო სამუშაოები.

ბათუმის ავტოტრანსპორტი, ყოველდღიურ რეჟიმში ავტობუსების დეზინფექციას ახორციელებს, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მათი დეზინფექცია კომპანიის მფლობელებს დაევალათ. ისინი რეკომენდაციის შესაბამისად, სპეციალური ხსნარით, კვირაში მხოლოდ ორჯერ ამუშავებენ ტრანსპორტს, რომლითაც დღეში ასობით მგზავრი გადაადგილდება. 

ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსების კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მიკროავტობუსების ხელძღვანელებმა ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიასთან, რომელიც სპეციალურ ხსნარს 0.50 თეთრში აწვდით.  

"ერთი ლიტრა ხსნარი 50 თეთრია, რომლითაც ორი ავტობუსის დამუშავება შეგვიძლია. რეკომენდაციაა, რომ კვირაში ორჯერ ჩავატაროთ დეზინფექცია და ასეც ვიქცევით" - გვითხრა მალხაზ თურმანიძემ. მისივე ინფორმაციით, ბათუმისა და ხელვაჩაურის მიკროავტობუსების დეზინფექცია დღეს იგეგმება. 

შპს ჯორჯიანტრანსის ხელმძღვანელი ნუგზარ ფარტენაძის გვიყვება, რომ რეკომენდაციის მიუხედავად, საფრთხის გამო, უკვე ყოველ მეორე დღეს დაიწყეს ხსნარის გამოყენება. იყიდეს სპეციალური ტანისამოსი და შესაწამლი აპარატი. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, მათ შორის გარეუბნებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე, სულ 23-ხაზზე, 600 მიკროავტობუსის დეზინფექცია მოხდა. თანხებს კომპანიები იხდიან, მერია კი, უწყების მტკიცებით, ამ პროცესს ამონიტორინგებს.  

ემზარ ქავჟარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ვიცე მერის დავალებით, მერიის სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ რომ მიკროავტობუსები სპეციალური ხსნარით დამუშავდეს. 

"ჩვენ ასევე გვაქვს რეკომენდაცია, ყოველდღიურად, სველი წესით დაამუშაონ ავტომანქანები" - გვითხრა ემზარ ქავჟარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი