უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ძარცვას ედავებიან - საქმეს ​ნაფიცმსაჯულები განიხილავენ

12 მარტი 2020, 15:29 1050 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებს კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეარჩევენ.  გამოძიება  უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს  თავისუფლების  უკანონო აღკვეთას,  ძარცვას და გამოძალვას ედავება. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა  გახდა ნაფიცებისთვის საქმის გადაცემის საფუძველი, რადგან  საპროცესო კანონმდებლობა  ნაფიცების შერჩევას და მათ მიერ საქმის განხილვას  მხოლოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულზე ითვალისწინებს.

კანდიდატების  შერჩევის პროცესი 27 მარტს 1  საათზე დაიწყება.  საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცების შერჩევა. სწორედ “მძევლად ხელში ჩაგდების საქმეა პირველი, რომელზეც ბათუმში მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ ვერდიქტი. ამ ეტაპზე  სულ 5 მსაჯულია შერჩეული.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში