რონალდო კარანტინშია

12 მარტი 2020, 13:56 2190 ნახვა

რონალდო კარანტინშია მას შემდეგ, რაც პორტუგალიელის თანაგუნდელ დანიელე რუგანის ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კრიშტიანო ჩრდილო იტალიაში არ დაბრუნებულა. ის მადეირაში კარანტინში რჩება. რონალდო სამშოლოში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც მცირე ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

„ინტერის“ წინააღმდეგ 8 მარტს გამართული მატჩის წინ, რონალდო და რუგანი „იუვენტუსის“ გასახდელში ერთად იყვნენ და მატჩის შემდეგ გუნდური ფოტოც გადაიღეს. იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების არე ვიწრო იქნება, რადგან რუგანი მატჩის დასრულებამდე სათადარიგოთა სკამზე იყო და შესაბამისად, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია'' - წერია განცხადებაში. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში