იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა კლინიკიდან გაწერეს

12 მარტი 2020, 11:11 2085 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე აღნიშნულმა პირი კარანტინში იქნება. 

„იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობა არის ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში