თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შსს-ს წარმომადგენლებიც გააკონტროლებენ 

12 მარტი 2020, 10:55 1237 ნახვა

პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფი პირები გააკონტროლონ.

გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამას. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან დღეს თვითიზოლაციის რეჟიმში მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე ვავალებთ შსს-ს სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულება, რომელიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში